საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
საჭიროა, განისაზღვროს, რამდენად ღრმად შეიძლება ინტეგრირდეს უკრაინა ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობამდე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
კიევში გამართულ ბრიფინგზე კოსმა აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა კლასტერის გახსნა.
მისი თქმით, უკვე შესაძლებელია დარწმუნებით საუბარი 15 ივნისს, ლუქსემბურგში დაგეგმილ კონფერენციაზე მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნაზე, ხოლო მომდევნო ეტაპზე კიდევ ხუთი კლასტერის გახსნაც განიხილება.
„უკრაინაში როცა მშვიდობა დამყარდება, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უმაღლესი პოლიტიკური დონის დებატების ცენტრში მოექცევა. მანამდე კი საჭიროა, განისაზღვროს, რამდენად ღრმად შეიძლება, ინტეგრირდეს უკრაინა ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მიღებამდე“, – განაცხადა კოსმა.
კოსის თქმით, ამ მიზანს უკავშირდება გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივაც, რომელიც უკრაინისთვის განსაკუთრებული ფორმატის შექმნას ითვალისწინებს. კოსმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოდელის საფუძველი კანონის უზენაესობის პრინციპი იქნება.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მცდელობა.
„ევროკავშირში გაწევრიანებას რაც უფრო მივუახლოვდებით, მით უფრო გაძლიერდება რუსეთის ზეწოლა უკრაინაზე. და როდესაც ზეწოლაზე ვსაუბრობ, ეს მხოლოდ სამხედრო ასპექტს არ გულისხმობს“, – აღნიშნა კოსმა.
ამასთან, ევროკომისარმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობებზეც. მისი განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან არსებული საკითხების მოგვარება.