საბერძნეთი თურქეთის საზღვართან, ეგეოსის კუნძულებზე სარაკეტო სისტემებს განათავსებს

სარაკეტო სისტემები

საბერძნეთი თურქეთის საზღვართან, ეგეოსის კუნძულებზე სარაკეტო სისტემებს განათავსებს. ამის შესახებ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა.

დენდიასმა თქვა, რომ ახალი პროექტის, „აქილევსის ფარის“ ფარგლებში ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე ხუთი ტიპის სარაკეტო სისტემა განთავსდება, რაც როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო სივრცეს დაფარავს.

პირველად ეგეოსის ზღვის დაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა საბრძოლო ხომალდებიდან კუნძულებსა და მატერიკზე განლაგებულ შორი მოქმედების სარაკეტო არტილერიის სისტემებზე გადავა.

„ეს ათავისუფლებს ფლოტს, განსაკუთრებით ჩვენს ახალ, მაღალი შესაძლებლობების დანაყოფებს ტერიტორიული თავდაცვის სტატიკური მოვალეობებისგან“, – განმარტა დენდიასმა.

თურქულმა მედიამ დაწერა, რომ კუნძულების შეიარაღებით საბერძნეთი თურქეთს საფრთხეს უქმნის.