საფრანგეთში, ორი პატიმარი ციხიდან თეთრეულის გამოყენებით გაიქცა

ციხე

საფრანგეთში ორი პატიმარი ციხიდან თეთრეულის გამოყენებით გაიქცა. 

უცხოური მედიის ცნობით, მათ ციხეში არსებული გისოსების გავლა შეძლეს. საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დაწესებულება გადატვირთულია და ცუდ მდგომარეობაშია. სივრცეში, რომელიც 180 კაცზე გათვლილი, ამჟამად 311 პატიმარი იმყოფება.

გაქცეულები არიან 19 წლის ახალგაზრდა, რომელიც ნარკოტიკების საქმეზე წინასწარი პატიმრობაში იმყოფებოდა. ასევე 32 წლის მამაკაცი, რომელიც 2023 წლიდან პატიმრობაში პარტნიორის მიმართ სავარაუდო მუქარის და ძალადობის გამო იმყოფებოდა.