რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეში სავაჭრო ცენტრსა და მაღალსართულიან შენობებს დაარტყეს, რამაც მასშტაბური ხანძრები გამოიწვია

კკ

ზაპოროჟიეში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებს შორისაა ორი მრავალსართულიანი შენობა, საგანმანათლებლო დაწესებულება და სავაჭრო ცენტრი. ამჟამად ცნობილია, რომ დაშავებულია სულ მცირე ერთი ადამიანი.

წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდასხმა სავაჭრო ცენტრ “ინთრეიდზე” განხორციელდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც მასშტაბური ხანძრებია ასახული.

დარტყმის ადგილებში მუშაობენ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი და სხვა შესაბამისი სამსახურები. თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.