პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
1776514017
რუსეთის ფედერაციის მიერ გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუმინეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინული სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვის დროს ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ საზღვრისპირა ზონაში ორი ობიექტი აღმოაჩინა.
ერთ-ერთი ობიექტი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, თუმცა მასთან კავშირი მალევე გაწყდა. რუმინელი სამხედროები დრონის ძებნის სამუშაოებს აწარმოებენ.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ქმედება დაგმო და აღნიშნა, რომ ასეთი ინციდენტები საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს