იყავით ყურადღებით - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1779823866
რუსეთსა და NATO-ს შორის პირდაპირი შეჯახების საფრთხე იზრდება, ეს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტს ნიშნავს, პოტენციურად კატასტროფული შედეგებით, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
რუსი დიპლომატის თქმით, დასავლეთის დესტრუქციული ქმედებების შედეგად გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის, რომლებიც ასევე დე იურე ბირთვული სახელმწიფოები არიან, ღრმა განხეთქილება წარმოიშვა და კვლავ გრძელდება.
„ეს იწვევს სტრატეგიული რისკების აშკარა ზრდას“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ქვეყნები ცდილობენ მოსკოვთან დაპირისპირების ფსონების გაზრდას.