რუსეთმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინზე იერიში მიიტანა, ერთი მაშველი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა

ნიჟინზე იერიში

რუსეთმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინზე იერიში მიიტანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიზნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფი წარმოადგენდა.

დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, დაშავებულია ორი ადამიანი.

„აგრესორმა ნიჟინს ისევ შეუტია. უპილოტო საფრენი აპარატების, „შაჰედისა“ და „გერანის“ გამოყენებით მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთ დანაყოფს შეუტიეს. მომხდარი ცინიკური და სასტიკია. მაშველების დღეს მაშველებს შეუტიეს. 45 წლის მაშველი მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა“, – განაცხადა ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.

ცნობისთვის, 17 სექტემბერი უკრაინაში მაშველების დღეა.