ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1760641691
რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო დანაყოფის საწვრთნელი ბაზა დაბომბა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, მსხვერპლის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიამ ბაზის დასაბომბად ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
უკრაინული მედიის თანახმად, ეს დანაყოფი ქვეყნის უკანა და შედარებით მშვიდ ნაწილში მდებარეობს. დაჭრილებს დროულად უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, დანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები მალე შეძლებენ, დაუკავშირდნენ თავიანთ ახლობლებს.