რუსეთმა აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტები გადასცა

ჯონ კენედი

რუსეთის საელჩომ აშშ-ში კონგრესმენ ანა პოლინა ლუნას ამერიკის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტები გადასცა.

როგორც კანონმდებელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, 350-გვერდიან მასალას სრულად გამოაქვეყნებს მას შემდეგ, რაც დოკუმენტებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის.

ანა პოლინა ლუნამ დოკუმენტების გადაცემას ისტორიული მომენტი უწოდა, რადგან კონგრესმა ამ ფაილების მოპოვება 1990-იან წლებში სცადა, თუმცა უარი მიიღო.