რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის რამდენიმე რაიონი დაბომბა

კი

კიევი სარაკეტო დარტყმების ქვეშაა. რუსულმა ძალებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონი დაბომბეს: ჰოლო-სიევსკში საცხოვრებელი სახლი და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, სადაც შესაძლოა ადამიანები ჩარჩენილები იყვნენ.

აფეთქებები და ხანძრებია პოდილსკის, დარნიცკისა და სოლო-მენსკის რაიონებშიც. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რუსლან კრავჩენკოს გადაწყვეტილება უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობის საქმეზე მისი უწყების მაღალჩინოსნის დაკავებას მოჰყვა.

კრავჩენკომ სქემასთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ თანამდებობის პოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოყენებას არ დაუშვებს.