ძლიერი სეტყვა და ქარი თელავში - ძლიერი წვიმა ამ დრომდე გრძელდება
1748185440
"რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებენ "რუსეთის სამფეროვანი დროშის პერფომანსს" საქართველოში" - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. მის განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.
"არ წყდება ზარები თხოვნით, კომენტარი გავაკეთოთ უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული დროშით რაღაც პერფორმანსი დადგა თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც უნდა ჩაიდინოს ნებისმიერმა შეშლილმა, მეორეს მხრივ, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ უმსგავსო აქტს საკუთარ შეფასებას მისცემენ", - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვა ამ განცხადებით Tbilis Open Air-ზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც ერთ-ერთმა შემსრულებელმა სცენაზე რუსეთის დროშაზე მოშარდა.