რუსეთში ქართველი „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „ხონსკი“ გაასამართლეს
1750702893
რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად კიევში 14 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 55 კი დაშავდა.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა.
სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.