ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი ტომოგრაფიის შესახებ მიმართვას ავრცელებს
1768757665
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი ვერშინინის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინი მიწვევას ღაზის „მშვიდობის საბჭოში“ შეისწავლის.
„მშვიდობის საბჭოში“ ამერიკის წარმომადგენლებმა დაახლოებით 60 ქვეყანა მიიწვიეს, და ამოცანები, რომლებიც წესდებაშია ასახული, ერთი რეგიონის ფარგლებს სცდება. ეს ამოცანები, ასე ვთქვათ, გულისხმობენ კონკრეტული სიტუაციების მოგვარებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ყურადღებით შესწავლას საჭიროებს“, - განაცხადა ვერშინინმა.
ცნობისთვის, კრემლში გუშინ განაცხადეს, რომ ტრამპმა პუტინი თავის „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია ღაზაში სამომავლო ნაბიჯების ზედამხედველობისთვის.