სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
1755884374
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ შეხვედრა არ შედგეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს. ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა აქცენტი კვლავ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის აუცილებლობაზე გააკეთა.
როგორც ის ამბობს, ყველამ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ დიპლომატიის გზას დაუბრუნდეს.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ შეხვედრა არ შედგეს. უკრაინას, რუსეთისგან განსხვავებით, არ ეშინია მათ ლიდერთან შეხვედრის. მზად ვართ ვიმუშაოთ, რაც შეიძლება პროდუქტიულად. ვიმედოვნებ, პარტნიორები დაგვეხმარებიან, რომ რუსული მხარის პოზიცია პროდუქტიული გახდეს. ყველამ უნდა აიძულოს რუსეთი, რომ დიპლომატიის გზას დაუბრუნდეს. გვჯერა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რუსეთი ვეღარ დაემალოს შეხვედრებს," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, NATO-ს გენერალური მდივანი კიევშია. მარკ რუტე უკრაინის დედაქალაქში დღეს ჩაფრინდა. შეხვედრა უკვე გაიმართა ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მხარეებმა უკრაინის ომის დასრულების საკითხი განიხილეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნის თემაზე.