საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
1772879868
რუსეთი აღარ დაელოდება ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს ენერგეტიკის სფეროში და უახლოეს მომავალში თხევად ბუნებრივ აირს ევროპას თავად აღარ მიაწვდის, - განუცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, თხევადი ბუნებრივი აირი, რომელიც ევროპას უნდა მიეწოდოს, ე.წ. მეგობრულ ქვეყნებს გაეგზავნება, ისეთებს, როგორებიცაა ჩინეთი, ტაილანდი, ფილიპინები და ინდოეთი.
„ჩვენი კომპანიები განიხილავენ შესაძლებლობას არ დაელოდონ ევროპიდან ახალ შეზღუდვებს და გააფორმონ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტები ჩვენს პარტნიორებთან, ევროპიდან გაზის ნაწილი გადაისროლონ სხვა ქვეყნებში, მათ შორისაა ინდოეთი, ტაილანდი, ფილიპინები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, - აღნიშნა ნოვაკმა.
ცნობისთვის, იანვრის ბოლოს ევროკავშირმა დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც 2027 წლის 1 იანვრიდან სრულად იტყვის უარს რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე, ხოლო 2027 წლის 30 სექტემბრიდან სრულად აკრძალავს ნავთობსადენით შესყიდულ გაზს.