„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა
1764528772
შავ ზღვაში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმას რუსეთი თურქეთის სუვერენიტეტის დარღვევას უწოდებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ტანკერებზე თავდასხმას აღმაშფოთებელი ინციდენტი უწოდა და ეს თურქეთის სუვერენიტეტის დარღვევად გამოაცხადა.
„ეს არის თავდასხმა, განსაკუთრებით თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, კომერციულ გემებსა და ტანკერებზე. ეს ინციდენტი აღმაშფოთებელია, მით უმეტეს, რომ ეს თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ხელყოფაა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
უკრაინის მტკიცებით, საზღვაო დრონები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერებს დაესხნენ თავს. ნავთობის გადამტანი ტანკერები „კაიროსი“ და „ვირატი“ გამბიის დროშით ცურავდნენ.