მოსალოდნელია ძლიერი თოვა - ამინდი უარესდება
1766607219
რუსეთი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს უკრაინისა და აშშ-ის მიერ შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმის პროექტში. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთში არ მიაჩნიათ, რომ 20-პუნქტიან გეგმაში, რომელიც აშშ-მა და უკრაინამ შეათანხმეს, რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დებულებები და პასუხებია იმ საკითხებზე, რომლებიც რუსეთს აინტერესებს.
კერძოდ, კრემლს სურს გარანტიები იმის თაობაზე, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლელით და უკრაინისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭება, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს.
„ბლუმბერგის“ ცნობით, რუსეთი ასევე უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში არ არის ნახსენები უკრაინის ჯარისა და იარაღის შეზღუდვა, მკაფიო გარანტიების არსებობა უკრაინაში რუსული ენის სტატუსთან, დასავლეთის მიერ სანქციების მოხსნასა და დასავლეთში გაყინული რუსული აქტივების ბედთან დაკავშირებით.
როგორც „ბლუმბერგს“ წყარომ განუცხადა, რუსეთში ამ გეგმას უკრაინულ გეგმად მოიხსენიებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მას ცივი გონებით შეისწავლიან.