რუბიოს განცხადებით, მიუნხენში, შესაძლოა, ის ზელენსკის შეხვდეს

მარკო რუბიო

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ის, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

„ვფიქრობ, ის [ზელენსკი] იქ იქნება და მასთან შეხვედრის შესაძლებლობა გვექნება. რამდენადაც მესმის, ეს ჩემს გრაფიკში არის. 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ, მგონია, რომ შევხვდებით“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის შესახებაც დაუსვეს კითხვა.

„ეს საშინელებაა. ეს ომია. ამიტომაც გვსურს, რომ ომი დასრულდეს. ადამიანები იტანჯებიან. ეს წელიწადის ყველაზე ცივი დროა. წარმოუდგენელი ტანჯვაა. ამაშია ომის პრობლემა. ამიტომაც ომები ცუდია. ამიტომაც ერთ წელზე მეტია თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა ომი დავასრულოთ“, - დასძინა რუბიომ.