36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მცირე პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შვედეთში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრების სამიტის დაწყებამდე.
„არ მსურს გადავაჭარბო, მაგრამ გარკვეული მოძრაობა შეინიშნება და ეს კარგია. ძირითადი პრინციპები უცვლელი რჩება. ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მიიღოს, ეს უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ს აგრეთვე მოუწევს მაღალგამდიდრებული ურანის საკითხის გადაჭრა და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენა.
„ირანი ცდილობს შექმნას გადასახადების აკრეფის სისტემა. სხვათა შორის, ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ომანი, რათა ისიც შეუერთდეს გადასახადების სისტემას საერთაშორისო საზღვაო მარშრუტში. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა ამას არ მიიღებს“, - დასძინა მან.