23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779477604
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის კორექტირება „არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“.
„ვფიქრობ, ახლა ნებისმიერი გამოცხადებული თუ მიღებული გადაწყვეტილება აღიქმება იმ უთანხმოებების უფრო ფართო კონტექსტში, რომელიც ბოლო თვეებში გვქონდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ალიანსში კარგად ესმით, რომ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა დაკორექტირდება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობდა და იგი ჩვენს მოკავშირეებთან კოორდინაციით ხორციელდება.
არ ვამბობ, რომ ამით აღფრთოვანებულნი იქნებიან, მაგრამ მათ ნამდვილად იციან ამის შესახებ. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ნახევარსფეროში, ასე რომ, ეს მიმდინარე პროცესია და არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი“, - დასძინა რუბიომ.
23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1779477604
სიახლე, რომელიც ივნისიდან ამოქმედდება
1779478483