29 იანვარს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1769626991
ჩვენ არ შეგვიძლია ერთი და იგივე ჯარისკაცები ან ერთი და იგივე ხომალდები ერთდროულად გვყავდეს ევროპაშიც და ინდოეთი-წყნარი ოკეანის რეგიონშიც, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ არჩევანის გაკეთება მოგვიწევს; მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხომალდს ავაგებთ ან რამდენად გავზრდით ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენ მაინც მოგვიწევს ამ კორექტირების გაკეთება. რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი პარტნიორები ნატოში, მით მეტი მოქნილობა ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ჩვენი ინტერესების დასაცავად. ეს არ ნიშნავს ნატოს მიტოვებას - ეს 21-ე საუკუნის რეალობაა იმ სამყაროში, რომელიც ახლა იცვლება“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
Rubio:
— Clash Report (@clashreport) January 28, 2026
We can’t have the same soldiers or the same ships in both Europe and in the Indo-Pacific.
We have to pick; no matter how many ships we build or how many capabilities we grow, we are going to have to make these adjustments. pic.twitter.com/sdKUxnltUD