რომის პაპი: ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის დაძაბული საათების ფონზე, მივესალმები ორკვირიანი ზავის გამოცხადებას

რომის პაპი

რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.

რომის პაპმა მხარეებს მოუწოდა, გააგრძელონ მოლაპარაკებები, რათა რეგიონული კონფლიქტი დასრულდეს.

„ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის დაძაბული საათების ფონზე, კმაყოფილებით მივესალმები ორკვირიანი ზავის გამოცხადებას“, – განაცხადა რომის პაპმა.

მისივე თქმით, ომის დასრულება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, მანამდე რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.