ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, წინა თვეში ვატიკანის კონკლავმა ახალ წინამძღოლად კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი აირჩია. სახელით ლეო XIV, იგი კათოლიკე ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია. უკვე თავადაც ცნობილ რელიგიურ ლიდერს კი, როგორც აღმოჩნდა, ნათესავებშიც გამოეძებნება სელებრითები.
გაზეთმა The New York Times-მა რომის ახალი პაპის წარმომავლობა დეტალურად შეისწავლა და მის გენეალოგიას მე-17 საუკუნემდეც კი მიჰყვა. როგორც აღმოჩნდა, ჩიკაგოელი პაპის წინაპრები იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან არიან, 1650-იან წლებში კი ისინი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, დღევანდელი კანადის პროვინცია კვებეკში გადასახლდნენ. სწორედ შორეული კანადელი წინაპრის, ლუი ბუშე დე გრანპრეს, ხაზით უკავშირდება ლეო XIV კანადელ პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერს და პოპის დედოფალს, მადონას. ამავე ჩამომავლობით, პაპი ასევე ენათესავება ანჯელინა ჯოლის, ჰილარი კლინტონს, კანადის ყოფილ პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრუდოსა და მწერალ ჯეკ კერუაკს.
რომის პაპის და მადონას "დანათესავებას" კი ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოპის დედოფალს და ვატიკანს ათწლეულებია, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ყველაფერი ჯერ კიდევ 1980-იანებში დაიწყო, როცა მადონამ თავისი ჰიტის, Like a Prayer-ის, ვიდეოკლიპში პროვოკაციული სცენები აჩვენა, რითაც კათოლიკე ეკლესიის მწვავე კრიტიკა და "მკრეხელობის" ბრალდებები დაიმსახურა. რელიგიური სიმბოლოების გამოყენების გამო, პაპმა იოანე პავლე II-მ მადონას შემოქმედება დაგმო და კათოლიკე მრევლს მუსიკოსის "დემონური" კონცერტების ბოიკოტისკენ მოუწოდა.
რამდენიმე წლის წინ, მადონამ ლეო XIV-ის წინამორბედს, პაპ ფრანცისკეს, სოციალურ ქსელში პირდაპირ მიმართა და შეხვედრა სთხოვა.
„მე კარგი კათოლიკე ვარ. ვფიცავ", - დაწერა პოპვარსკვლავმა, - „უფრო სწორად, არ ვიფიცები. რამდენიმე ათწლეული გავიდა ჩემი ბოლო აღსარებიდან. შესაძლებელი ხომ არ იქნება, ერთ დღეს შევხვდეთ და მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილოთ? სამჯერ განმკვეთეს ეკლესიიდან. ეს უსამართლობაა".