რას მოუტანს 11 სექტემბრის ახალმთვარეობა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს - ასტროლოგის პროგნოზი
1789063593
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის მიუხედავად, ნატო ძლიერი და ერთიანი დარჩება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ალიანსი შეინარჩუნებს ერთიანობასა და ამჟამინდელ კურსს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება საფრანგეთის მომავალი პრეზიდენტი.
„საფრანგეთში არჩევნები მომავალ წელს, მაისში გაიმართება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, ნატო ერთიანი და ძლიერი დარჩება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს მომავალი წლის არჩევნებში, ქვეყნის ახალი ლიდერი მაინც უკრაინის მხარდაჭერის ერთგული დარჩება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა აირჩიონ ნებისმიერ არჩევნებზე, ის შეინარჩუნებს არჩეულ კურსს თავდაცვის სფეროში ინვესტიციების ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს და შეძლოს, მაქსიმალურად ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს ომის დასასრულებლად, მაშინ, როდესაც პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად მზად იქნება“, – აღნიშნა რუტემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს ორ ტურად – აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში გაიმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ამჟამად ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ არაფორმალური ლიდერი მარინ ლე პენი ლიდერობს.