„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?
1749370399
ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა, თავისი ტური ფარგლებში ლონდონში გამართა კონცერტი, რა დროსაც 90-იანი წლების პოპულარულ ბოი ბენდთან Five იმღერა.
უილიამსმა ჯგუფის 1995 წელის ჰიტის Keep On Movin შესრულება დაიწყო, შემდეგ კი თქვა: „სიტყვები აღარ მახსოვს. ნეტავ ვინმე თუ დამეხმარება?“. ამის შემდეგ სცენაზე Five-ის წევრები ავიდნენ და სიმღერა მაყურებლებთან ერთად დაასრულეს.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც Five-ის ხუთივე წევრი სცენაზე ერთად გამოჩნდა.
View this post on Instagram
Five-ი 1997 წელს დაარსდა. ჯგუფს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მათი ცნობილი ჰიტებია: When the Lights Go Out, Got the Feelin, It's the Things You Do, We Will Rock You (Queen-თან ერთად) და სხვები.
2001 წელს დაიშალა. ჯგუფის წევრებმა სცენაზე დაბრუნება არასრული შემადგენლობით რამდენჯერმე სცადეს, 2025 წლის თებერვალში კი ცნობილი გახდა, რომ ბენდი სცენაზე სრული ორიგინალური შემადგენლობით ბრუნდება და ბრიტანეთში ტურსაც გამართავს.