პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით
1790878500
ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ათასობით სტუდენტმა ფლავიო ბოლსონაროს წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა.
დემონსტრანტებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „მე არ ვაძლევ ხმას ადამიანს, რომელიც ბრაზილიას ყიდის“ და „აღარასოდეს ბოლსონარო“.
დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ფლავიო ბოლსონარომ გაიმარჯვა.
ფლავიო ბოლსონარომ, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს შვილია, მოქმედ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას დაახლოებით ორი მილიონი ხმით აჯობა. თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერ მიიღო, რის გამოც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ბოლსონარო თუ გაიმარჯვებს, ბრაზილია შეერთებული შტატების კოლონია გახდება.