რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს მიმართავს

რეზა ფეჰლევი

დახმარება, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი მამაც ირანელ ხალხს დაჰპირდა, უკვე ადგილზეა, - ამის შესახებ ირანიდან დევნილი ტახტის მემკვიდრე და ოპოზიციური ფიგურა, პრინცი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ბედისწერის მომენტი ჩვენ წინაა.

დახმარება, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი მამაც ირანელ ხალხს დაჰპირდა, უკვე ადგილზეა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა და მისი სამიზნეა ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიული აპარატი და ხოცვა-ჟლეტის მანქანა, და არა - თავად ქვეყანა და ირანის დიდებული ერი.

მაგრამ, ამ დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება,- წერს ფეჰლევი.