Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს

ბარელი ნავთობი

ტრამპის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, უკვე პარასკევს გაახანგრძლივებს იმ გამონაკლისს, რომელიც ქვეყნებს სანქცირებული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გარკვეული ნაწილის შეძენის საშუალებას აძლევს - ამის შესახებ Reuters-ს ორმა ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა მარტის შუა რიცხვებიდან დაუშვა ზღვაში მყოფი რუსული ნავთობისა და პროდუქტების შესყიდვა 30-დღიანი შეღავათის საფუძველზე, რომელსაც ვადა 11 აპრილს ეწურება.

ეს გადაწყვეტილება ნაწილია იმ ძალისხმევისა, რომელიც მიზნად ისახავს ენერგორესურსებზე გლობალური ფასების კონტროლს ირანთან ომის ფონზე.