ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდა – ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

ვაკე, ნიკო ცხვედაძის ქ. N30-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 4/11/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ტიციან ტაბიძის (1 - დან 21 - ის ჩათვლით), (2- დან 18 ის ჩათვლით0, რაზმაძის (1- დან 25 ის ჩათვლით), (2 დან 20 ის ჩათვლით).

ისანი, აწყურის ქ.,N 9-ში მოქალაქის კუთვნილ ქსელზე დაზიანების გამო 4/11/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: კაჩინსკის N9, 11, 13, და აწყურის N 9, 11.

ვაკე, შალვა ნუცუბიძის ქ. N42/2-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 4/11/2026 07:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: შალვა ნუცუბიძის ქუჩის N42-ს ყველას.

გლდანი, გლდანულას ქ. N7-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 4/11/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანულას ქუჩას.