„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
რუსული მილიარდერის, ალექსეი მორდაშოვის ძვირად ღირებულმა იახტამ ჰორმუზის სრუტე, ბლოკადის მიუხედავად, უპრობლემოდ გაიარა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იახტა, რომლის ღირებულებაც 500 მილიონ დოლარს შეადგენს, დუბაის პორტიდან გავიდა და ომანის დედაქალაქ მასკატის პორტში შევიდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ მიიღო იახტამ ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის ნებართვა, რადგან, როგორც Reuters-ი წერს, თებერვლიდან ირანმა სრუტით გადაადგილება მკაცრად შეზღუდა.
მორდაშოვის წარმომადგენელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.