Reuters: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შაბათს თურქეთის ქალაქი სტამბოლში ჩავა, სადაც ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტოს წყარო უყვება, ორგანიზაციის სპეციალური სამიტის მთავარი თემა ირან-ისრაელის სამხედრო კონფლიქტი იქნება. სავარაუდოდ შეხვედრის მონაწილეები ირანის ქალაქ არაკში მდებარე ხონდაბის ბირთვული ობიექტის დაბომბვას განიხილავენ.

Reuters-ის ცნობით, თურქეთმა გააკრიტიკა ისრაელი, მის ქმედებებს უკანონო უწოდა და აღნიშნა, რომ ირანი კანონიერად იცავს თავს.

სამიტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი გახსნის. თავის გამოსვლაში ის მუსლიმანურ ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.