რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდნენ

კომიტეტი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მინისტრმა პარლამენტის წევრებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებსაც.

„შეხვედრისას აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პროექტების განხორციელების მენეჯმენტს და განხორციელებული პროექტების კონტროლს. იგეგმება მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის, ტენდერებზე და ამ ტენდერებში გამოვლენილი კომპანიების მუშაობაზე, რაც ეფექტურობის გაზრდას მოემსახურება“, - აღნიშნა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.