მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ჩინეთში ჩავა, რათა პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყაროს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მერცის თქმით, ჩინეთში ის ევროპასა და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გზების გამონახვას შეეცდება იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატები გერმანიაზე ზეწოლას ახდენს და ტარიფების შემოღებით არის დაკავებული.
„ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი ვიპოვოთ ახალი პარტნიორები მსოფლიოში, რომლებიც ჩვენს ხედვებს იზიარებენ, ჩვენსავით მოქმედებენ და მზად არიან ჩვენთან ერთად შექმნან მომავალი, რათა ჩვენ ვიყოთ აყვავებული ქვეყანა სოციალური დაცვის მაღალი დონით“, - განაცხადა მერცმა.