რეალითი შოუს ვარსკვლავი, რომელიც 6 თვის ორსული იყო, ყოფილმა პარტნიორმა მოკლა - რუმინეთში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

თეოდორა მარკუ

რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

dailymail-ის ინფორმაციით, რეალითი შოუს 23 წლის ვარსკვლავი ქუჩაში მოკლეს. 

ახალგაზრდა ქალს მაშინ ესროლეს, როდესაც ის მცირეწლოვან ქალიშვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობდა. თეოდორა მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მედიის ცნობით, მკვლელი მისი ყოფილი პარტნიორი, 49 წლის რობერტ ლუპუა, რომელმაც მოგვიანებით თავი მოიკლა. 

თეოდორამ და მისმა ახალმა პარტნიორმა ალექს მარკუმ აპრილში განაცხადეს, რომ ვაჟს ელოდებოდნენ. გოგონა მეორე შვილზე 6 თვის ორსული იყო.

თეოდორა მარკუსი, 2022 წელს, „სიყვარულის კუნძულის“ რუმინულ ვერსიაში მონაწილეობით გახდა ცნობილი.