რა ვითარებაა ამ წუთებში ყაზბეგის გამზირზე, სადაც ძლიერი დაკვამლიანებაა
1791271792
ირკუტსკის სამედიცინო დაწესებულებებში კარანტინია. მიზეზი შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალებაა.
რუსეთის ოფიციალური უწყებების განცხადებით, პაციენტი დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მედია შავი ჭირის სავარაუდო გავრცელებაზე წერს. ამ დროისთვის, იზოლირებულია 200-მდე პირი, კლინიკებში კი უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.
ვითარებას თეთრი სახლი ეხმაურება. დონალდ ტრამპმა რუსეთს ინფექციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა. პარალელურად, შესაძლო ეპიდემიის პრევენციის მიზნით, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა, საზღვრებზე სანიტარული კონტროლი გაამკაცრეს.