1769178006
რა საკითხზე იქნება მსჯელობა სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე - ზელენსკის კომენტარი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აბუ-დაბიში უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ტერიტორიების საკითხი განიხილება.
ზელენსკის თქმით, დღეს და ხვალ ამერიკის ეგიდით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე დონბასზე იმსჯელებენ.
„დონბასის საკითხი - საკვანძოა. მას განიხილავენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, დღეს დილით მან უკვე გამართა მოლაპარაკებები უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან, რომელიც მოლაპარაკებებზე უკრაინულ დელეგაციას უხელმძღვანელებს. უმეროვი მას აბუ-დაბიდან ინფორმაციას ოპერატიულად მიაწვდის.
თავის მხრივ, კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე უცვლელია. მოსკოვი ითხოვს, რომ უკრაინამ დონბასიდან ჯარი გაიყვანოს.











