რა მოხდა ევგენი პრიგოჟინთან შეხვედრაზე - პუტინმა მას წინადადება შესთავაზა

ევგენი პრიგოჟინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა „ვაგნერის“ ლიდერთან, ევგენი პრიგოჟინთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ „ვაგნერი“ არ არსებობს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„ვაგნერი“ არ არსებობს! ჩვენ არ გვაქვს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, ის უბრალოდ არ არსებობს! რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ „ასეთი იურიდიული პირი არ არსებობს“. [ვაგნერის] ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც დაკავშირებულია რეალურ ლეგალიზაციასთან. მაგრამ ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სახელმწიფო სათათბიროში, მთავრობაში. ეს არ არის ადვილი საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრას 35 ადამიანი ესწრებოდა.

მისი თქმით, „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრაზე დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის მათი უშუალო მეთაურის ხელმძღვანელობით, სახმისით „სედოი“ (ჭაღარა), რომლის ხელმძღვანელობითაც „ვაგნერის“ მებრძოლები ბოლო 16 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

„ბევრმა თავი დააქნია, როცა ამას ვამბობდი და პრიგოჟინმა, რომელიც წინ იჯდა და ეს არ დაუნახავს, მოსმენის შემდეგ თქვა: „არა, ბიჭები არ ეთანხმებიან ასეთ გადაწყვეტილებას“, - დასძინა პუტინმა.

ასევე ნახეთ:

ვინ არის და რა ქონებას ფლობს „პუტინის მზარეული“ - მან ყველა „ხუმრობითა და ხელსახოცების ოსტატური მიტანით“ მოხიბლა

,,ღიმილი ცრემლად აქციე, ჩემპიონო... ყველა სიტყვა ძალას კარგავს..." - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

„მეზობლის კართან ფულს დააგდებდა, მერე ეძახდა, შენ დაგივარდებოდაო...“ - მარიტა როხვაძე მამაზე