1751215735
რა ფორმით ჩატარდება უკრაინაში არჩევნები ომის შემდეგ - პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს

უკრაინა ახალ, სპეციალურ კანონს ამზადებს, რომელიც ომის შემდგომი არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოს განსაზღვრავს. ინფორმაცია უმაღლესი რადის თავმჯდომარემ დაადასტურა. მოქმედი კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის პირობებში ეროვნული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ კანონმდებლობაზე, შემდეგი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია ახალი სპეციალური კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს ე.წ. ომისშემდგომ არჩევნებს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
მან დასძინა, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას ბევრი გამოწვევა ელის და პარლამენტში „სხვადასხვა საბაზისო სცენარებს“ ამზადებენ, რათა ადამიანებმა არჩევანის საკუთარი ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლების გამოყენება შეძლონ.
„ვფიქრობ, შევძლებთ სწორი საკანონმდებლო კომპრომისის მოძიებას“, - აღნიშნა სტეფანჩუკმა.
უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის მარტში უნდა გამართულიყო, მაგრამ ხმის მიცემა საომარი მდგომარეობის გამო გადაიდო, რომელიც რეგულარულად ხანგრძლივდება.