ქვეყნების ბლოკებად დაყოფა „ცივი ომის“ მენტალიტეტიდან გამომდინარე და გეოპოლიტიკური დაპირისპირების გაღვივება არქტიკის რეგიონში სტაბილურობის ინტერესებში არ შედის - ჩინეთის საგარეო უწყება

მაო ნინ

ქვეყნების ბლოკებად დაყოფა „ცივი ომის“ მენტალიტეტიდან გამომდინარე და გეოპოლიტიკური დაპირისპირების გაღვივება არ შედის არქტიკის რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ინტერესებში, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაო ნინმა განაცხადა.

ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არქტიკა გავლენას ახდენს საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებზე.

„სრულად უნდა იქნეს პატივცემული ქვეყნების უფლება და თავისუფლება, განახორციელონ საქმიანობა არქტიკაში კანონის შესაბამისად. ჩინეთის საქმიანობა არქტიკაში მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისკენ. იგი შეესაბამება საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება ევროკავშირის მიერ წარდგენილ ახალ არქტიკულ სტრატეგიას ეხება.

✕