"ქვეყანაში საარჩევნო პროცესი სერიოზულად დაირღვა, მასში საარჩევნო კომისია და ხელისუფლება მონაწილეობდა" - "მოლდოვის გულის" ლიდერი ირინა ვლაჰი

არჩევნები მოლდოვა

"ქვეყანაში საარჩევნო პროცესი ძალიან სერიოზულად დაირღვა, მასში საარჩევნო კომისია და ხელისუფლება მონაწილეობდა," - ამის შესახებ ოპოზიციური პარტია "მოლდოვის გულის" ლიდერმა, ირინა ვლაჰიმ განაცხადა.

"საკუთარ მოქალაქეებთან საბრძოლველად ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ხალხს სჯიდნენ და აჯარიმებდნენ. ხელისუფლების ყველა ორგანო ოპოზიციას ებრძოდა და მმართველი პარტიის ინსტრუმენტს წარმოადგენდა," - აღნიშნა ირინა ვლაჰიმ.

ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.