1790255236
ქაზემ ღარიბაბადი: ირანის წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებში ევროპის დახმარება უპასუხოდ არ დარჩება
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის თავდასხმებში ევროპის დახმარება უპასუხოდ არ დარჩება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ განაცხადა.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მოქმედების მხარდასაჭერად ევროპული ბაზების გამოყენების თაობაზე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებების საპასუხოდ, ირანელმა დიპლომატმა თქვა, რომ ევროპა პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს.
ღარიბაბადიმ აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებებმა ნათელყო ევროპის როლი აშშ-ის უკანონო კამპანიის ხელშეწყობაში.
„მთავრობებმა, რომლებმაც საკუთარი ტერიტორია შეერთებულ შტატებს განკარგულებაში გადასცეს, პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. ეს მონაწილეობა უპასუხოდ არ დარჩება“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.












