ქათამმა მოკვეთილი თავით 18 თვე იცოცხლა

ქათამი

თავმოკვეთილმა ქათამმა 18 თვე იცოცხლა. ზოგიერთმა ადამიანმა ამ მოვლენას სასწაულიც კი უწოდა. შემთხვევა 1945 წელს მოხდა. 10 სექტემბერს ერთ-ერთმა ფერმერმა, ოლსენმა, მისი დაკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მამალი დაახლოებით ხუთნახევარი თვის იყო.

ცნობილი ფაქტია, რომ თავის მოკვეთიდან ქათამს შეუძლია ცოტა ხნით განაგრძოს მოძრაობა, რადგან ნერვები აგრძელებენ კუნთების შეკუმშვას, თუმცა ეს ფაქტი სრულიად ამოუხსნელი იყო. 

ფერმერმა მაიკლს (მამლის სახელია) თავი მოაჭრა, მაგრამ მამალი არ მოკვდა. კაცს ეს ძალიან გაუკვირდა, და მან მამლისთვის სიცოცხლის შენარჩუნება გადაწყვიტა. ოლსენმა მისთვის რძისა და წყლის ნაზავის მიცემა დაიწყო. იგი ფრინველს საჭირო ნივთიერებებს ე.წ. პიპეტის საშუალებით აძლევდა. თავის მხრივ, ფრინველი მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივი მამალივით იქცეოდა. ის კვლავ ცდილობდა ჭამის დროს დაკბენას და ყვირილსაც კი. თუმცა ეს „ყივილი“ უხეში ღრიალის ხმას ჰგავდა.

ამის შემდეგ ქათამი დააზღვიეს კიდეც 10 000$-ად, ფერმერმა კი საკმაოდ დიდი მოგება ნახა.

მამალი თანდათან პოპულარული გახდა და გასტროლებზეც კი დადიოდა სხვა „ანომალიურ“ ცხოველებთან ერთად. იგი ჟურნალისთვისაც არაერთხელ გადაიღეს. 

მაიკის „კარიერა“ დასრულდა, როდესაც იგი 1947 წელს სიმინდის მარცვლებმა დაახრჩო. როცა ფერმერი და მამალი გასტროლებზე ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, მაიკლმა უეცრად ფართხალი დაიწყო, ამ დროს მას ესაჭიროებოდა ყელის გაწმენდა, მაგრამ ფერმერმა ეს ვერ მოასწრო და მამალი მაინც გარდაიცვალა. თუმცა მისი მფლობელები აცხადებდნენ, რომ მამალი გაყიდეს.

როგორ გადარჩა მამალი ამდენ ხანს?

სამედიცინო კუთხით, ერთ-ერთი ახსნა იყო ის, რომ ოლსენის ნაჯახი არ მოხვდა ფრინველის ძირითად ვენას, რის გამოც იგი სისხლისგან არ დაიცალა. 

რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ მაიკი მაინც ქათამივით იქცეოდა?

მიუხედავად იმისა, რომ მაიკს თავის უმეტესი ნაწილი მოკვეთეს, მისი ტვინის ღერო და ერთი ყური, რომელიც თავის უკანა მხარეს მდებარეობს, საკმარისად ხელუხლებლად გადარჩა.

მას ასევე დარჩა ტვინის ნაწილები, რომლებიც ინარჩუნებდნენ ჰომეოსტაზს. ამიტომ სხეულის სხვა ნაწილებში განლაგებულ ცალკეულ ბალანსის ორგანოებთან ერთად, მაიკს შეეძლო წონასწორობის დაცვა და სიარული.