საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
ქაშმირში, პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რავალაკოტის რაიონში სამართალდამცავებსა და საპროტესტო ჯგუფის წევრებს შორის შეტაკებებს, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 70-ზე მეტი დაშავდა.
დაღუპულებს შორის არიან ოთხი პოლიციელი, ერთი გამვლელი და ექვსი დემონსტრანტი.
ხელისუფლების ინფორმაციით, „შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც უსაფრთხოების ძალებმა აკრძალული მოძრაობის მხარდამჭერების დაშლა სცადეს“.
პროტესტს ორგანიზებას უწევდა „ჯამუ-ქაშმირის ერთიანი სახალხო სამოქმედო კომიტეტი“ (JAAC), რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციებს მართავს. ჯგუფმა 9 ივნისისთვის მასშტაბური გაფიცვა და ბლოკადა დააანონსა.
დაპირისპირების ფონზე პაკისტანის ხელისუფლებამ JAAC ანტიტერორისტული კანონმდებლობის საფუძველზე აკრძალულ ორგანიზაციად გამოაცხადა.