ქალმა ზვიგენისთვის ფოტოს გადაღება სცადა და ის ხელი დაკარგა, რომელშიც ფოტოაპარატი ეჭირა (უცხოეთი)

ზვიგენი

კანადელი ტურისტი ქალი ზვიგენის თავდასხმას კინაღამ ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა Rolling Out წერს.

55 წლის ქალი სანაპიროდან სულ რამდენიმე მეტრში ბანაობდა, როდესაც გვერდით ზვიგენი შენიშნა. ტურისტი ზვიგენს მიუახლოვდა და მისი გადაღება სცადა. საპასუხოდ, ზვიგენი ქალს დაესხა თავს და იმ ხელზე უკბინა, რომელშიც კამერა ეჭირა.

კანადელი ქალის ქმარი, რომელიც თავდასხმის მომსწრე გახდა, წყალში გადახტა და ზვიგენის მოგერიება სცადა, მძიმე ტრავმების მიუხედავად, დაზარალებულმა მისი დახმარებით ნაპირზე გამოსვლა შეძლო. ქალს დაზიანებული ჰქონდა ორივე ხელი და ბარძაყი. თვითმხილველები სისხლდენის შეჩერებას პირსახოცებით ცდილობდნენ, სანამ სასწრაფო დახმარება მივიდოდა.

საბოლოოდ, ქალმა ორივე ხელი დაკარგა, ზვიგენის სიგრძე დაახლოებით 1,8 მეტრი იყო. სახეობა ოფიციალურად არ არის იდენტიფიცირებული, თუმცა სოციალურ ქსელებში ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ბლაგვთავიანი ზვიგენი ყოფილიყო.