პუტინი: რუსეთს სურს უკრაინასთან შეთანხმება, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე, მაგრამ კიევის მხრიდან ეს ახლა იურიდიულად შეუძლებელია

პუტინი

რუსეთს სურს უკრაინასთან შეთანხმება, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე, მაგრამ კიევის მხრიდან ეს ახლა იურიდიულად შეუძლებელია - ამიტომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს მომავალი დარეგულირების დებულებების საერთაშორისო აღიარებას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, საბოლოო ჯამში, უკრაინასთან შეთანხმება. მაგრამ ეს ახლა უბრალოდ პრაქტიკულად შეუძლებელია, იურიდიულად შეუძლებელია. მათგან ვისაც შეუძლია, ვისაც სურს - დაე, იმან აწარმოოს მოლაპარაკებები“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილებები საერთაშორისოდ იყოს აღიარებული ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მიერ“, - დასძინა მან.