პუტინი: კრიზისი უკრაინაში დაიწყო მსგავსი სიტუაციით, რაც ახლა სომხეთში ხდება

ვლადიმერ პუტინი

უკრაინის კრიზისი ევროკავშირში მისი გაწევრიანების მცდელობებით დაიწყო, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

მისი თქმით, კრიზისი უკრაინაში დაიწყო მსგავსი სიტუაციით, რაც ახლა სომხეთში ხდება.

„უკრაინის კრიზისი თავის დროზე დაიწყო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებით“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს ყაზახეთში ვიზიტის შეჯამებისას.