რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
Puff Diddy-ის ახლო მეგობრის, ჩიარუჩი ფინის თქმით, რეპერს ციხეში თავს დაესხნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ფინი ამბობს, შონ დიდი ქომბსმა ბრუკლინის ციხეში ყელთან დანით გაიღვიძა
„არ ვიცი, მან მოიშორა თავდამსხმელი თუ დაცვა მოვიდა. უბრალოდ ვიცი, რომ ეს მოხდა“, - თქვა ფინიმ, რომელიც შონს 30 წელზე მეტია იცნობს.
ჩიარუჩის თქმით, სიტუაცია უფრო დაშინების აქტს ჰგავდა, ვიდრე ნამდვილ მკვლელობის მცდელობას: „ამ ბიჭს მისთვის ზიანის მიყენება რომ სდომოდა, შონი დაზარალდებოდა. მხოლოდ ერთი წამი დასჭირდებოდა იარაღით ყელის გამოჭრას და მის მოკვლას. ეს ალბათ იმის თქმა იყო, რომ „შემდეგ ჯერზე ასეთი იღბლიანი არ იქნები“.
შეგახსენებთ, რომ შონ კომბსი 2024 წლის სექტემბრიდან იმყოფება პატიმრობაში. შემდეგ იგი დააკავეს სექს-ტრეფიკინგის ორგანიზების, რეკეტის და პროსტიტუციაში ადამიანების ჩართვის ბრალდებით. ხმაურიანი გამოძიებისა და მრავალრიცხოვანი სასამართლო სხდომების შემდეგ, ნაფიცმა მსაჯულებმა ის 2025 წლის ზაფხულში დამნაშავედ ცნეს პროსტიტუციის მიზნით ადამიანების ტრანსპორტირების ორ ბრალდებაში.