პოლონეთში, სამთავრობო შენობის თავზე, დრონი ჩამოაგდეს

პოლონეთი

პოლონეთში სამთავრობო შენობის თავზე დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა.

დონალდ ტუსკი "იქსზე" წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი სახელმწიფო დაცვის სამსახურმა გაანეიტრალა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე.