ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება 2027 წლისთვის
1789069590
თუ ბალტიის ქვეყნებზე თავდასხმა მოხდება, ვარშავამ ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედება უნდა მოითხოვოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე შესაძლო თავდასხმის სცენარი საჯარო სივრცეში სულ უფრო ხშირად განიხილება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში პოლონეთის რეაქცია მკაცრი იქნება.
„თუ იმ მომენტში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ვიქნები, მინისტრთა საბჭოს, მთავრობასა და პრეზიდენტს წინადადებით მივმართავ, რომ პოლონეთი დასახმარებლად პირველი გამოვიდეს, მე-5 მუხლის ამოქმედებითა და რესპუბლიკისა და პოლონური საზოგადოებისთვის ყველა მოსალოდნელი შედეგით. რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, ამ რეგიონს დავკარგავთ. ხოლო როცა ამ რეგიონს დავკარგავთ, ძალიან მალე თავად ვითხოვთ დახმარებას, რადგან მე-5 მუხლის ამოქმედება უკვე ჩვენთვის მოგვიწევს“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.