გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება საქართველოსა და მსოფლიოზე
1757447142
პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნები სოლიდარობასა და შეშფოთებას გამოხატავენ. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მთელი ევროპის უსაფრთხოებას.
„პოლონეთს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პოლონეთს, როგორც ნატო-ს მოკავშირესა და ევროკავშირის წევრს“, – წერს კრისტერსონი.
ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა „სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა“ გამოუცხადა პოლონეთსა და მისი მოკავშირეებს.
„რუსეთის აგრესია უკრაინაში პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე და საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების მიღება“, – აღნიშნა რინკევიჩსმა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა მისი ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერა მოკავშირე პოლონეთისადმი და საერთო ვალდებულება ევროპული უსაფრთხოების მიმართ“.
პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.